საბერძნეთში დააკავეს იტალიელი მაფიოზი, რომელიც 11 წელი იმალებოდა - ის „ნაპოლის“ სიყვარულმა დააღალატა #1TVSPORT
საბერძნეთში დააკავეს იტალიელი მაფიოზი, რომელიც 11 წელი იმალებოდა - ის „ნაპოლის“ სიყვარულმა დააღალატა #1TVSPORT

„ნაპოლის“ ჩემპიონობის აღნიშვნა ძვირად დაუჯდა ვინჩენცო ლა პორტას, რომელიც 11 წელი ემალებოდა იტალიის პოლიციას, – იტყობინება გაზეთი Il Messaggero.

60 წლის მამაკაცი ახლოს იყო კონტინის კლანთან, რომელიც „ალიანს სეკონდილიანოს“ დანაშაულებრივ კარტელში შედის. ლა პორტა მართლმსაჯულებას საბერძნეთის კუნძულ კორფუზე ემალებოდა.

მისი ამოცნობა და დაკავება პოლიციამ მას შემდეგ შეძლო, რაც სოციალურ ქსელში იპოვნა ფოტო, რომელშიც დამნაშავე დაფიქსირებულია „ნაპოლის“ ატრიბუტიკაში და სკუდეტოს მოპოვებას ზეიმობს.

საბოლოოდ, ჩატარდა ორი ქვეყნის ერთობლივი ოპერაცია ლა პორტას დასაკავებლად.

მიმალვაში მყოფი მაფიოზი დაუსწრებლად გაასამართლეს. მას 14 წელი და ოთხი თვე მოუწევს ციხეში ყოფნა. ახლა მამაკაცი საბერძნეთში იმყოფება ექსტრადაციის მოლოდინში.