საბერძნეთში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის დანთების ტრადიციული ცერემონია დაიწყო

საბერძნეთში, ანტიკურ ოლიმპიაში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის დანთების ტრადიციული ცერემონია დაიწყო. თავდაპირველად აჟღერდა იაპონიისა და საბერძნეთის სახელმწიფო ჰიმნები, აღიმართა ამ ქვეყნების სახელმწიფო დროშები.

შეკრებილ სააზოგადოებას მიესალმება ოლიმპიის მერი გეორგიოს გეორგიოპულოსი. სიტყვით გამოვლენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი და ტოკიო-2020-ის წარმომადგენელი ტოშიაკი ენდო. ამის შემდეგ, ჰერას ტაძრის ნანგრევებთან შედგება ცეცხლის დანთების რიტუალი და მხატვრული წარმოდგენა, ბოლოს კი ოლიმპიური ცეცხლი გადაეცემა პირველ მეჩირაღდნეს. ცერემონია ცეცხლოვანი ესტაფეტით გაგრძელდება.