საბერძნეთისა და საქართველოს დაპირისპირება პირველ არხზე - მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი [ფოტო]
საბერძნეთისა და საქართველოს დაპირისპირება პირველ არხზე - მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი [ფოტო]

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ირაკლიონის „დიო აორაკია“ (Dyo Aorakia) არენაზე ივარჯიშა. ეროვნულ გუნდს საბერძნეთში ამერიკელი თად მაკფადენი შეუერთდა. რომელიც კრეტაზე დეტროიტიდან ჩავიდა. როგორც თამაშის წინა დღეებში ხდება, გუნდის სამწვრთნელო შტაბმა აქცენტი კონკრეტულ კომბინაციებს დაუთმო. პირველი ვარჯიში საათნახევარი გაგრძელდა.

ვარჯიშის შემდეგ ილიას ზუროსმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა –

„ჩვენ საბერძნეთის ნაკრებისთვის „აკროპოლისის ტურნირზე“ მოგებული გვაქვს, მაგრამ იმ შეხვედრას სხვა დატვირთვა ჰქონდა და ახლა სხვა რეალობაა. ჩვენ გუნდს წამყვანი კალათბურთელები აკლია. ის გუნდი „ევრობასკეტისთვის“ ემზადებოდა. ახლა ჩვენი მიზანი ბოლომდე ბრძოლა და ბოლო ორ შეხვედრაში შესაძლებლობის მაქსიმუმის ჩვენებაა.“

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 21 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე ირაკლიონში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლოს წინა ტურში საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ჭოჭუა, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი.

დატოვე კომენტარი