საბერძნეთმა საყოველთაო კარანტინი 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

15:49, 03.12.2020

საბერძნეთმა საყოველთაო კარანტინი 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ქვეყანაში კარანტინი უკვე მეორედ გამოცხადდა.

ბოლო 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსს 89 ადამიანი ემსხვერპლა და 2186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კი აღრიცხულია 109 655 შემთხვევა. მათ შორის ლეტალური აღმოჩნდა 2606.

მსგავსი