საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეების მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

03:42, 16.02.2021

საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის სამ ქვეყანას შორის მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

შეთანხმებას, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი ძალაში პირველი აპრილიდან შევა. მოგზაურობას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.

მსგავსი