საბერძნეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა

01:08, 09.02.2019

საბერძნეთის პარლამენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში შესვლის პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. 300-დეპუტატიანი პარლამენტიდან გადაწყვეტილებას მხარი 153-მა კანონმდებელმა დაუჭირა. დოკუმენტის მისაღებად 151 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო.

ნატო-ს 29 წევრი სახელმწიფოს ელჩებმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში მოაწერეს ხელი. ახლა პროტოკოლის რატიფიცირება ალიანსის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებმა უნდა მოახდინონ.

მსგავსი