საბერძნეთის შემადგენლობა საქართველოს და გერმანიის წინააღმდეგ
საბერძნეთის შემადგენლობა საქართველოს და გერმანიის წინააღმდეგ

საბერძნეთის კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თანასის სკურტოპულოსმა საქართველოსთან და გერმანიასთან სათამაშოდ 14-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა. მატჩი 21 თებერვალს ჰერაკლიონში გაიმართება, 24-ში კი ბერძნები გერმანელებს ბამბერგში ეთამაშებიან. აღნიშნული მატჩებისთვის მწვრთნელებმა შემადგენლობაში ისევ გამოიძახეს 35 წლის ვეტერანი იოანის ბურუსისი, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში საშუალოდ 16.0 ქულას, 6.7 მოხსნასა და 4.0 გადაცემას აგროვებს.

საბერძნეთის ნაკრების 14-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება: იოანის ატინაუ, ნიკოს გკიკასი, ანტონის კონიარისი, ხრისტოს სალუსტროსი, ლეფტერის ბოხორიდისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, იანულის ლარენცაკისი, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი, ლეონიდას კასელაკისი, ევანგელოს მარგარიტისი, ლინოს ხრისიკოპულოსი, დიმიტრიოს კაციველისი, დიმიტრიოს მავროეიდისი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან და ესტონეთთან (24 თებერვალი) მატჩებისთვის მზადებას 15 თებერვლიდან იწყებს.