საბერძნეთის პარლამენტმა მაკედონიასთან სახელწოდების ცვლილებაზე შეთანხმება დაამტკიცა
საბერძნეთის პარლამენტმა მაკედონიასთან სახელწოდების ცვლილებაზე შეთანხმება დაამტკიცა

საბერძნეთის პარლამენტმა სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით მაკედონიასთან შეთანხმება დაამტკიცა.

შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა ეწოდოს, 300-ადგილიან პარლამენტში 153-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 146 კი, წინააღმდეგი იყო.

კენჭის ყრა საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში გუშინ უნდ გამართულიყო, თუმცა საპროტესტო გამოსვლების ფონზე ერთი დღით გადაიდო.

საბერძნეთის პარლამენტის სპიკერმა კენჭისყრის შედეგებს ისტორიული უწოდა.

გასულ კვირას საბერძნეთის დედაქალაქში მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ ათობით ათასმა ადამიანმა გამართა საპროტესტო აქცია.

შეთანხმება, რომლის მიხედვითაც იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა ეწოდოს, უკვე დამტკიცებული აქვს მაკედონიის პარლამენტს.

ათენსა და სკოპიეს შორის შეთანხმების გაფორმება ორ სახელმწიფოს შორის მრავალწლიან დავას დაასრულებს და მაკედონიას ნატო-სა და ევროკავშირის კარს გაუღებს.

სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, საბერძნეთი ჩრდილოელი მეზობლის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ბლოკავდა.

მაკედონიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი ოფიციალური სახელწოდებაა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.