საბერძნეთის ნაკრების მოთამაშე - უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველები კარგად გამოიყურებოდნენ #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრების მოთამაშე - უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველები კარგად გამოიყურებოდნენ #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრების კაპიტანმა ტასოს ბაკასეტასმა საქართველოსთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ იმედგაცრუება არ დამალა და აღიარა, რომ საბერძნეთის ნაკრებმა საბოლოოდ მიიღო ის, რაც დაიმსახურა.

„ჩვენ უნდა მოგვეგო, მაგრამ იმედგაცრუებულები დავრჩით. კარგად ვერ ვითამაშეთ და საბოლოოდ სწორედ ის შედეგი მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ. საკვანძო მომენტი ავტოგოლიდან ორი წუთის შემდეგ გატანილი გოლი იყო, რომელმაც ფეხები მოგვკვეთა. დავუშვით შეცდომები, რომლებსაც გავაანალიზებთ. მაგრამ ჯგუფიდან გასვლის იმედი არ უნდა დავკარგოთ,“ – განაცხადა ბაკასეტასმა.

გეორგიოს ცაველასი, საბერძნეთის ნაკრების ნახევარმცველი:

„არა აქვს მნიშვნელობა ვინ ითამაშა კარგად და ვინ არა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. დღეს საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია, რადგან ფეხბურთს არ ვთამაშობდით. უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველები კარგად გამოიყურებოდნენ, გოლი გავუშვით და მერე ავირიეთ. მეორე მხრივ, მეტოქე ჩვენზე უკეთეს გუნდად არ უნდა ჩავთვალოთ. ჯერ მხოლოდ მეორე ტურის მატჩი ჩავატარეთ და რა თქმა უნდა, მთავარი ბრძოლები წინაა”.