საბერძნეთის ნაკრები ამერიკელ მწვრთნელის ჩააბარეს
საბერძნეთის ნაკრები ამერიკელ მწვრთნელის ჩააბარეს

კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი რიკ პიტინო საბერძნეთის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – იტყობინება „ევროჰუპსი“ (Eurohoops).

პიტინო უხელმძღვანელებს გუნდს მომავალ ზაფხულს, 2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე. ამასთან, ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში გუნდის სათავეში დარჩება ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ტანასის სკურტოპულოსი.

პიტინომ თავისი დანიშვნის შესახებ საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან გეორგიოს ვასილაკოპოპულოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ოფიციალურ ინფორმაციას მომავალ კვირას ელოდებიან.

67 წლის პიტინოს NBA-ში გაუწვრთნია „ნიუ იორკი“ და „ბოსტონი“. ორჯერ იყო სტუდენტური კალათბურთის ჩემპიონი – „კენტუკისა“ და „ლუისვილის“ მთავარი მწვრთნელის რანგში. შარშან, „პანათინაიკოსს“ ავარჯიშებდა.