საბერძნეთის მთავრობას კუნძულ ლესბოსიდან მიგრანტები გაყავს
საბერძნეთის მთავრობას კუნძულ ლესბოსიდან მიგრანტები გაყავს

საბერძნეთის მთავრობამ კუნძულ ლესბოსიდან მიგრანტების გაყვანა დაიწყო. ასობით მიგრანტი ამჟამად კუნძულზე მდებარე ევროპაში უდიდეს მიგრანტთა ბანაკში იმყოფება.

„როიტერის“ ცნობით, კუნძული დღეს დილიდან 635 ადამიანს დაატოვებინეს. ისინი საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილში გადაჰყავთ.

მიგრანტების კუნძულებიდან გაყვანის გეგმა საბერძნეთის მთავრობამ 31 აგვისტოს წარმოადგინა. ხელისუფლება აცხადებს, რომ კუნძულებზე მდებარე ყველა ბანაკში ადგილები უკვე აღარ არის.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბანაკებში მიგრანტებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.

მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად საბერძნეთის მთავრობა საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას და იმ მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარებას აპირებს, რომელთა თავშესაფრის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა.