საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების ბანაკში შეტაკების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების ბანაკში შეტაკების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების ბანაკში შეტაკების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ლტოლვილებსა და საბერძნეთის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

მორიას ბანაკში ამჟამად 12 000 მიგრანტი ცხოვრობს. ქვეყნის ხელისუფლებამ კუნძულზე წესრიგის დასამყარებლად უსაფრთხოების დამატებითი ძალები გაგზავნა.

გასულ თვეში თურქეთიდან საბერძნეთში 9 000 მიგრანტი ჩავიდა, სექტემბერში კი 8 000.