საბერძნეთი 44-31 საქართველო | პირველი ტაიმი [ვიდეო]

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა შეხვედრაში საქართველო საბერძნეთს ირაკლიონში ესტუმრა.

მატჩის პირველ ნახევარში მასპინძლები დომინირებდნენ და 44-31 მოიგეს. ქართველი კალათბურთელებმა მეორე მეოთხედში სხვაობა ორ ქულამდეც შეამცირეს, თუმცა შემდეგ კვლავ შეცდომების დაშვება დაიწყეს და მეტოქეს კვლავ წინ გასვლის საშუალება მისცეს. საგულისხმოა ისიც, რომ სტუმრებმა ხუთი საჯარიმო სროლის ჩაგდება ვერ მოახერხეს.

ტაიმის დასრულებამდე მცირე დრო რჩებოდა, როდესაც ბერძნები ცხრა ქულით იყვნენ წინ, თუმცა ბოლო წამებზე ქართველმა კალათბურთელებმა ზედიზედ ორი შეცდომა დაუშვეს და მეტოქეს ტაიმის 13 ქულიანი უპირატესობით დასრულების საშუალება მისცეს.

ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში ესტონეთმა შინ სერბეთი ანგარიშით 71-70 დაამარცხა და დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსს შეინარჩუნებენ.

მატჩის მეორე ნახევარი რამდენიმე წუთში დაიწყება.