საბანკო ჯგუფმა „ანდერლეხტთან“ 39-წლიანი პარტნიორობა შეწყვიტა
საბანკო ჯგუფმა „ანდერლეხტთან“ 39-წლიანი პარტნიორობა შეწყვიტა

საერთაშორისო ბანკმა BNP Paribas Fortis-მა და „ანდერლეხტმა“ სასპონსორო თანამშრომლობა შეწყვიტეს – ინფორმაცია ბელგიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სპონსორის დაკარგვა კორონავირუსის პერიოდში გასაკვირი არ იქნებოდა, რომ არა ამ პარტნიორობის ისტორია – ბანკი და ცნობილი ბელგიური გუნდი ერთმანეთთან 39 წელი, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან თანამშრომლობდნენ.

თანამშრომლობის პიკის დროს, ბანკი ყოველწლიურად „ანდერლეხტს“ 3-დან 4 მილიონ ევრომდე აფინანსებდა. თუ გუნდს ფინანსური პრობლემა ჰქონდა, ბანკს მიმართადა. ამავე დროს, გუნდიც ბანკს ანგარიშს უწევდა – 2008 წლის საბანკო კრიზისის დროს, „ანდერლხტმა“ ბანკს კონტრაქტით გათვალისწინებული მთელი თანხა არ მოსთხოვა.

ვითარება სწორედ 2008 წლის შემდეგ შეიცვალა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზის გამო, Fortis-ი (ბელგიური საბანკო ჯგუფი) მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და BNP Paribas-ს (ფრანგული საბანკო ჯგუფი) შეუერთდა. ფრანგულმა მხარემ მაშინვე „ანდერლეხტის“ სპონსორობა შეწყვიტა განიზრახა. ამაზე ბელგიურ მხარეს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, რამაც ფრანგები აიძულა, გარიგება გაეხანგრძლივებინა, მაგრამ ფინანსური ინექციები შეამცირეს, ახლა კი პარტნიორობა მთლიანად შეწყვიტეს.