საბალენკამ ჩინეთის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო

17:22, 29.09.2019

ჩინეთის ქალაქ უჰანში „პრემიერ“ კატეგორიის ტურნირი დასრულდა, რომელიც ზედიზედ მეორედ მოიგო ბელარუსმა არინა საბალენკამ. გადამწყვეტ მატჩში მან ამერიკელ ელისონ რისკეს სამ სეტში მოუგო – 6:3, 3:6, 6:1.

მატჩის ხანგრლივობა იყო – საათი და 55 წუთი. საბალენკამ 18 (!) ეისი ჩააწოდა და ათიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. მის მეტოქეს ორი ეისი და ორი ბრეიკ ჰქონდა.

21 წლის ბელარუსელისთვის, რომელიც მე-14 ნომერია კლასიფიკაციაში, სეზონში მეორე და კარიერაში მეოთხე ტიტული მოიპოვა. შარშან, უჰანში საბალენკამ ფინალში ესტონელი ანეტ კონტავეიტი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ფინალმდე საბალენკამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი დაამარცხა.

მსგავსი