საბა საზონოვს მოტეხილობა არ დაუდასტურდა, მაგრამ „იუვენტუსთან“ ვერ ითამაშებს #1TVSPORT
საბა საზონოვს მოტეხილობა არ დაუდასტურდა, მაგრამ „იუვენტუსთან“ ვერ ითამაშებს #1TVSPORT

საბა საზონოვს მოტეხილობა არ დაუდასტურდა, მაგრამ ტურინულ დერბიში „იუვენტუსთან“, დიდი ალბათობით, მაინც ვერ ითამაშებს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში „ვერონასთან“ საქართველოს ნაკრების მცველი პირველად გამოჩნდა „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში, თუმცა 27-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუხდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესახებ რამდენიმე იტალიური გამოცემა წერს:

Tuttosport

„საბა საზონოვის გამოკვლევებმა გამორიცხა ნებისმიერი სახის მოტეხილობა. საბედნიეროდ, მას სერიოზული ტრავმა არ აქვს, თუმცა 7 ოქტომბერს „იუვენტუსთან“ დაგეგმილ დერბიმდე მისი გამოჯანმრთელება უტოპიურად გამოიყურება.

torinogranata

„„ტორინოს“ დაცვაში საგანგაშო ვითარებაა, რადგან საზონოვი ორშაბათს დაშავდა. იყო იმედი, რომ დერბიმდე დაბრუნებას მოახერხებდა, თუმცა, სავარაუდოდ, მას მოედანზე „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ვერ ვიხილავთ.

toronews

„„ვერონასთან“ მატჩისას საზონოვმა ტერფი დაიზიანა. მან დღეს დილით სცადა, გუნდის სარეზერვო მოედანზე ევარჯიშა. ის ცდილობდა, ბურთით ეთამაშა, მაგრამ ტერფი ისევ შეშუპებული აქვს და ჯერ დრო სჭირდება.

„ტორინო“ იმედოვნებს, რომ შაბათამდე ის დაბრუნდება, მაგრამ ეს ადვილი არაა. „იუვენტუსთან“ მატჩს მცველები ალესანდრო ბონჯორნო, კოფი ჯიჯი და ბრენდონ სოპი გამოტოვებენ“.