საბა საზონოვმა „ტორინოს“ ძირითადში ითამაშა – ტურინელები „სალერნიტანას“ დაუზავდნენ #1TVSPORT

18:56, 04.02.2024

საბა საზონოვისტორინომ“ იტალიის ჩემპიონატში „სალერნიტანას“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0.

გუნდის კაპიტნის, ალესანდრო ბონჯორნოს არყოფნაში ტურინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა საქართველოს ნაკრების მცველი ათამაშა, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო და მე-80 წუთზე შეცვალეს.

მეტოქეთა მცდელობის მიუხედავად, გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო და საბოლოოდ ქულები გადაინაწილეს. 23 ტურის შემდეგ „ტორინომ“ 32 ქულა დააგროვა, მე-9 ადგილზეა და ქულებით „ნაპოლის“ დაეწია.

საბა საზონოვმა, რომელიც ძირითადად შეცვლაზე შემოდიოდა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მისი თამაში Flashscore-მა 6,5 ქულით შეაფასა, Whoscored-მა – 6,4 ქულით, ხოლო ყველაზე მაღალი შეფასება Sofascore-სგან მიიღო – 6,6 ქულა.

მსგავსი