საბა საზონოვმა, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს #1TVSPORT

10:30, 11.07.2026

საბა საზონოვმა, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს, – ინფორმაციას იტალიური და ქართული წყაროები ავრცელებენ.

Sportitalia-ს ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ლონგარის მტკიცებით, „ემპოლისა“ და „ტორინოს“ ყოფილი მცველი საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „ლე ავრთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს.

Geo Team-ის ინფორმაციით კი, ლიგა 1-ის კლუბი 24 წლის ქართველ მცველთან კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ამავე წყაროს ცნობით, ფრანგულმა კლუბმა საზონოვს პირველადი ხელშეკრულება უკვე შესთავაზა – საუბარია 1+1 სისტემით კონტრაქტის გაფორმებაზე.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ბოლოს იტალიურ „ტორინოში“ ირიცხებოდა.

მსგავსი