საბა საზონოვმა სერია A-ში სადებიუტო თამაში „ლაციოსთან“ ჩაატარა #1TVSPORT
საბა საზონოვმა „ტორინოში“ სადებიუტო შეხვედრა „ლაციოსთან“ ჩაატარა და საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის სერია A-ში ითამაშა.
21 წლის მცველს თამაშის შანსი „ტორინოში“ გადასვლიდან ერთი თვის შემდეგ მიეცა – რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ ქართველის გუნდი „ლაციოს“ ესტუმრა. 27-ე წუთზე ალესანდრო ბონჯორნო დაშავდა და ტურინელთა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა მოედანზე ქართველი მცველი შეუშვა.
შეგახსენებთ, რომ პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის სერია A-ში ითამაშა კახა კალაძეა, ის ჯერ „მილანში“ გამოდიოდა, შემდეგ კი – „ჯენოაში“. ამჟამად სერია A-ში თამაშობენ ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“) და გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“), გასულ სეზონში კი ლუკა ლოჩოშვილმა („კრემონეზე“) ითამაშა.
იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურის შეხვედრა „ტორინომ“ „ლაციოსთან“ 0:2 წააგო და 8 ქულით მე-10 ადგილზეა.