საბა საზონოვმა ლა ლიგაში შეცვლაზე ითამაშა – გოგლიჩიძე ისევ სათადარიგო იყო #1TVSPORT

22:45, 13.09.2026

საბა საზონოვის „ხეტაფემ“ ლა ლიგის მე-5 ტურში „დეპორტივო“ მიიღო და ქულა მოიპოვა – 1:1.

ესპანეთში გადასულმა „ჯვაროსნების“ მცველმა „ხეტაფეში“ ბოლოს 27 აგვისტოს კონფერენსლიგაზე ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ ითამაშა და მერე ლა ლიგის ორი შეხვედრა გამოტოვა. ახლა მოედანზე 83-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და გუნდს მეტოქის შეტევების მოგერიებაში დაეხმარა.

იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში საბა გოგლიჩიძის „მონცა“ „ლეჩეს“ ესტუმრა და 3:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი განაცხადში იყო, მაგრამ ახალ გუნდში ჯერაც არ უთამაშია.

მსგავსი