საბა საზონოვმა ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო #1TVSPORT
საბა საზონოვმა ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო #1TVSPORT

„ემპოლის“ მცველმა, საბა საზონოვმა რეაბილიტაცია დაასრულა და ინდივიდუალურ ვარჯიშს შეუდგა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშე „ემპოლის“ ვარჯიშზე 17 სექტემბერს დაზიანდა – საბამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რაც უმძიმესი ტრავმაა. საზონოვი „ემპოილიში“ იჯარით „ტორინოდან“ გადავიდა და ტრავმის მიღებისას კლუბში ნათამაშები არ ჰქონდა.

22 წლის მცველი „ემპოლის“ 30 აგვისტოს შეუერთდა. გასულ სეზონში საზონოვმა სერია A-ში 12 მატჩი ჩაატარა.

საზონოვი დარბაზში ვარჯიშობს, რაც რეაბილიტაციის სწრაფად მიმდინარეობაზე მიუთითებს. ამის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, მცველმა ზაფხულამდე მოედანზე დაბრუნება და ფორმაში შესვლა მოახერხოს.

საზონოვის იმედი აქვს რამაზ სვანაძეს, რომლის გაწვრთნილმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა 2025 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ფინალურ ტურნირს სლოვაკეთი 11-28 ივლისს უმასპინძლებს.