საბა საზონოვმა დარბაზში ვარჯიში განაახლა #1TVSPORT
საბა საზონოვმა დარბაზში ვარჯიში განაახლა #1TVSPORT

საბა საზონოვმა ვარჯიში განაახლა, — საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და იტალიური „ტორინოს“ მცველის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

პორტალის ცნობით, ევროპის ჩემპიონატზე მიღებული დაზიანების შემდეგ საზონოვმა ვარჯიში დარბაზში დაიწყო და ჯერ მინდორზე დაბრუნებამდე დიდი დროა.

„ტორინოს“ სამედიცინო შტაბი, მისი დატვირთვების გათვალისწინებით, განსაზღვრავს, როდის უნდა განაახლოს ფეხბურთელმა ვარჯიში მინდორზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ გასული სეზონი იჯარით „ემპოლიში“ დაიწყო, მაგრამ სექტემბერში ვარჯიშზე ჯვარედინი მყესი დაიზიანა.

ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ საზონოვი მოედანს 21-წლამდელთა ევრო 2025-ზე დაუბრუნდა, თუმცა საფრანგეთთან მეორე ტურის შეხვედრაში ისევ დაშავდა.