საბა საზონოვისთვის გუნდს სამ ქვეყანაში ეძებენ #1TVSPORT
საბა საზონოვისთვის გუნდს სამ ქვეყანაში ეძებენ #1TVSPORT

„სატრანსფერო „ფანჯარა“ დასასრულს უახლოვდება და ცვლილებები „ტორინოშიც“ განხორციელდება. ქართველი მცველისთვის, საბა საზონოვისთვის გუნდებს ეძებენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნიდერლანდები, თურქეთი და რუსეთი“, – ამტკიცებს Tuttosport-ი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის საბა საზონოვმა იტალიის სერია A-სტორინოსთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 31 აგვისტოს გააფორმა. 2024 წლის 30 აგვისტოს ერთწლიანი იჯარით გადავიდა „ემპოლიში“, სადაც ვარჯიშზე ჯვარედინი მყესები გაუწყდა და 2024–25 წლების სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშა.

საზონოვი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 2022 წლის სექტემბერში გამოიძახეს. ასევე მიიწვიეს რუსეთის ნაკრებში, მაგრამ საქართველოს სახელით თამაში ამჯობინა. საქართველოს ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 2022 წლის 17 ნოემბერს, მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში ჩაატარა.