საბა საზონოვის მწვრთნელი - „ლიონში“ მის ტრანსფერზე ყველაფერს მალე გავიგებთ #1TVSPORT
საბა საზონოვის მწვრთნელი - „ლიონში“ მის ტრანსფერზე ყველაფერს მალე გავიგებთ #1TVSPORT

საბა საზონოვმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება ფრანგული გამოცემა L’Équipe-ის ინფორმაციაზე, რომ, ის კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. უფრო კონკრეტულად, L’Équipe ამტკიცებდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველის გადაყვანით „ლიონია“ დაინტერესებული და საქმე გადაწყვეტილია – თავად საზონოვი „ლიონში“ გადასვლას დათანხმდა და მზად არის, კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

ამავე დროს, ფრანგული გამოცემა ამტკიცებდა, რომ ლიგა1-ის წარმომადგენელი საბას კლუბს, მოსკოვის „დინამოს“ ტრანსფერზე უკვე შეთანხმდა და „ჯვაროსნების“ მცველში სამ მილიონ ევროს გადაიხდის.

„რას ვიტყვი „ლიონისა“ და სხვა ევროპული კლუბების დაინტერესებაზე? ამ კითხვას არ ვპასუხობ“ – განაცხადა საზონოვმა „სპორტ დეისთან“.

შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი მისი კლუბის მწვრთნელმა, ჩეხმა სპეციალისტმა, მარჩელ ლიჩკამ გააკეთა და ფაქტობრივად, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა: „საზონოვის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ, რომ დაინტერესებულია „ლაციო“, „ლიონი“, „გალათასარაი“. ჩვენთან ის ტურისტად ჩამოვიდა, მაგრამ მიხარია, რომ გაამართლა. რა იქნება მის მომავალთან დაკავშირებით – ჩვენ ყველაფერს მალე გავიგებთ“.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2023-ზე ითამაშა და ორმა გამოცემამ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.