საბა საზონოვი - საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის მთელი გუნდი ერთად იბრძვის #1TVSPORT
საბა საზონოვი - საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის მთელი გუნდი ერთად იბრძვის #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა საზონოვმა „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში „ნაპოლის“ თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობა სოციალური ქსელით მივულოცე. მან მადლობა გადამიხადა და მის გამარჯვებებზე ვისაუბრეთ. ის შესანიშნავი მოთამაშეა. პირველივე წელს იტალიის ძლიერ ჩემპიონატში ტიტულის მოგება ბევრს ნიშნავს. „ნაპოლი“ დიდი გუნდია, მათ თამაშს რომ ვუყურებდი, ძალიან მსიამოვნებდა.

ხვიჩას თამაშს საქართველოს ნაკრებშიც კარგად ვაფასებ. საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, სადაც წარმატებისთვის მთელი გუნდი ერთად იბრძვის. ბედნიერები ვართ ერთმანეთის წარმატებით. მოთამაშეები ერთმანეთს ხშირად ვუკავშირდებით და ხვიჩას ამ გამარჯვებით ერთად გავიხარეთ.

რა თქმა უნდა, კვარაცხელიას შეუძლია, ეროვნული ნაკრების ლეგენდა გახდეს. საერთოდ, ამის პოტენციალი ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს, ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მჯერა, ბევრ წარმატებას მივაღწევთ“, – ამბობს საბა საზონოვი.