საბა საზანოვი - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2023-ის ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვდა #1TVSPORT
საბა საზანოვი - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2023-ის ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, მოსკოვის „დინამოს“ მცველმა საბა საზონოვმა ქართველი თანაგუნდელისა და „ნაპოლის“ ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესსა და ახალგაზრდულ ნაკრებზე ისაუბრა.

„ყოჩაღ ხვიჩას, მან ძალიან მოუმატა. ჩვენ მაშინ გადავიკვეთეთ, როდესაც ის ჯერ კიდევ „რუბინში“ თამაშობდა, მაგრამ პირადი ურთიერთობა არ გვქონია – დრო ერთად არ გაგვიტარებია“, – ციტირებს საზანოვის სიტყვებს Sport24.

საზანოვი ამბობს, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ევრო 2023-ზე თამაში სურს: 

„ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს გაიმართება და ასაკის მიხედვით თამაში მიწევს. ახლა ამხანაგური მატჩები აქვს როგორც ახალგაზრდულ, ასევე საქართველოს ძირითად გუნდს. მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მინდა. მეტიც, ძალიან საინტერესო ჯგუფი გვყავს: ბელგია, ჰოლანდია და პორტუგალია. ვფიქრობ, ეს ყველაზე ძლიერი ჯგუფია“.

საზონოვი საქართველოს ნაკრებში მაროკოს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში (0:3) გამოიძახეს. „ჯვაროსნებში“ მისი დებიუტი 17 ნოემბერს შედგა.