საბა სამადაშვილმა და გიორგი მიშველიძემ ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონატი მოიგეს #1TVSPORT
საბა სამადაშვილმა და გიორგი მიშველიძემ ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონატი მოიგეს #1TVSPORT

ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საბა სამადაშვილი (66 კგ) და გიორგი მიშველიძე (73 კგ) ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.

სამადაშვილმა ფინალში ფრანგი კილიან ნოელი იპონით დაამარცხა, ხოლო მიშველიძემ სერბ მიჰაილო სიმინის ვაზარით სძლია.

ხვალ კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობები ვაჟების 81, 90, +90 და გოგონების 70, +70 კგ წონით კატეგორიებში გაიმართება.

26 ივნისს კი გუნდური შეჯიბრება ჩატარდება. ხვალ საქართველოს სახელით მათე ჩაფურიშვილი, ნოდარ ალაფიშვილი, თამაზ ბიგანაშვილი და ლიზი ქვარცხავა იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის პირველობაზე დავით ლომიტაშვილმა (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიგო.