საბა მამაცაშვილის „სირიუსმა“ სეზონი მოგებით გახსნა - გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ დაასვენეს #1TVSPORT
საბა მამაცაშვილის „სირიუსმა“ სეზონი მოგებით გახსნა - გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ დაასვენეს #1TVSPORT

დანიის სუპერლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ „რანდერსს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

„პარკენ არენაზე“ გამართულ სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის 23-ე ტურის დაპირისპირებაში „კოპენჰაგენმა“ მეტოქე მაგნუს მატსონის მიერ მე-20 წუთზე გატანილი გოლით სძლია. საქართველოს ნაკრების მცველი სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

23-ე ტურის შემდეგ „კოპენჰაგენმა“ 44 ქულა დააგროვა და სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე, ანუ კონფერენს ლიგის ზონაშია, თუმცა ლიდერ „მიდტიულანდს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

შვედეთის ალსვენსკანში ახალი სეზონი დაიწყო. საბა მამაცაშვილის „სირიუსი“ „ვარნამოს“ ესტუმრა და, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აგებდა, შეხვედრა შემოატრიალა და საბოლოოდ 2:1 მოიგო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი „სირიუსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა.