საბა მამაცაშვილი შვედეთის ჩემპიონატში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
დანიის სუპერლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ „ორჰუსს“ ესტუმრა, 3:1 გაიმარჯვა და ჩემპიონობას მიუახლოვდა. საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება (7,9 ქულა) დაიმსახურა.
ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის ესილიგაში (ჩემპიონატი) გაიტანა და „ნომე იუნაიტედს“ გასვლაზე „კალევი U21“-თან მოგებაში დაეხმარა — 1:3. ბეგლარიშვილის გუნდი 8 ტურის შემდეგ ლიდერია, ქართველი ნახევარმცველი კი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით ლიგის ბომბარდირია.
შვედეთის ალსვენსკანში საბა მამაცაშვილის „სირიუსმა“ შინ „ჰალმსტადთან“ ქულა ქართველის გოლით მოიპოვა — 1:1. 21 წლის მცველმა 31-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ბოლო 3 შეხვედრაში საბამ მეორე გოლი გაიტანა, 8,0 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.