საბა მამაცაშვილი - მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს მოგებაში დავეხმარე #1TVSPORT
საბა მამაცაშვილი - მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს მოგებაში დავეხმარე #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული მატჩი შეაფასეს და ჯგუფიდან გასვლის იმედი გამოთქვეს.

სკოპიეში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე რამაზ სვანაძის გუნდმა მასპინძლებს „გაგრისა“ და ახალგაზრდული ნაკრების მარცხენა მცველის, საბა მამაცაშვილის ეფექტური გოლით მოუგეს.

საბა ხვადაგიანი, ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი: „რთული თამაში იყო, მაგრამ ბიჭებმა ბევრი იშრომეს და ბოლომდე იბრძოლეს, რომ სამი ქულა მოგვეპოვებინა. მინდა, ამისთვის ფეხბურთელებსა და გუნდის მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო“.

საბა მამაცაშვილი, ახალგაზრდული ნაკრების მცველი: „დაძაბული თამაში იყო, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ეს მატჩი მოგვეგო. მოხარული ვარ, რომ გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე“.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხუთი მატჩის შემდეგ ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ჯგუფის სხვა მატჩები 20 და 21 ნოემბერს გაიმართება – შვედეთი ნიდერლანდებს უმასპინძლებს, ხოლო მოლდოვა კიშინეუში გიბრალტარს დაუპირისპირდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს, სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს.