საბა მამაცაშვილი „კალმარში“ ითამაშებს #1TVSPORT
საბა მამაცაშვილი „კალმარში“ ითამაშებს #1TVSPORT

შვედეთის მთავარი ლიგაში მოასპარეზე „სირიუსის“ ქართველი მცველი საბა მამაცაშვილი კარიერას დროებით შვედეთის მეორე ლიგის „კალმარში“ გააგრძელებს.

„საფეხბურთო კლუბი „კალმარი“ „სირიუსს“ სეზონის ბოლომდე საბა მამაცაშვილის იჯარაზე შეუთანხმდა. 22 წლის მარცხენა მცველი ახალ გუნდს უკვე შეუერთდა და პირველად პარასკევს ივარჯიშა.

საბა მამაცაშვილმა პროფესიული კარიერა 2021 წელს თბილისის „იბერიაში“ დაიწყო.

2024 წლის 13 აგვისტოს კონტრაქტი გააფორმა „სირიუსთან“, სადაც 18 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. საბა ასევე თამაშობდა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში (16 თამაში, 1 გოლი)“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

პიტერ სვარდჰი, „კალმარის“ სპორტული დირექტორი:

„ჩვენ აქტიურად განვიხილავდით ახალი მარცხენა მცველის შეძენის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანი იყო, რომ მოთამაშე კარგ ფორმაში ყოფილიყო და მზად ყოფილიყო თამაშისთვის. „სირიუსთან“ და საბა მამაცაშვილთან ერთად შევთანხმდით იჯარის ხელშეკრულებაზე, რომელიც შემოდგომაზე ამოქმედდება. საინტერესო იქნება მისი წითელ-თეთრ მაისურში ხილვა“.

საბა მამაცაშვილი:

„დიდი სიამოვნებით გადავედი „კალმარში“. გავიცანი ჩემი ახალი თანაგუნდელები და ყველა ძალიან კარგად დამხვდა. ეს ბევრს ნიშნავს, როდესაც ახალ გარემოში მოხვდები. იმედი მაქვს, შემოდგომაზე გუნდს წარმატებაში დავეხმარები“.

შვედეთის მეორე დივიზიონში გამართული 17 ტურის შემდეგ საბა მამაცაშვილის ახალი გუნდი 32 ქულით მეორე ადგილზეა და მთავარი ლიგის საგზურის მოპოვების რეალური კანდიდატია.