საბა ლობჟანიძემ სეზონზე პირველი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ ამერიკის ჩემპიონატში (MLS) გოლი გაიტანა და „ატლანტა იუნაიტედს“ „ორლანდო სიტის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:0.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი (რომელიც ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის პლეიოფის მატჩებისთვის არ გამოიძახა) „ატლანტა იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, 85 წუთი ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
„ატლანტამ“ ანგარიში მე-9 წუთზე ლობჟანიძის ზუსტი დარტყმით გახსნა – ქართველმა ნახევარმცველმა „ორლანდო სიტის“ კარი გეორგიოს გაკუმაკისის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ აიღო და გუნდს ტაიმი მოაგებინა – 1:0.
შესვენების შემდეგ „ატლანტამ“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, გუნდის შეტევა თავად ბერძენმა გაკუმაკისმა დააგვირგვინა – 2:0.
„ატლანტა იუნაიტედმა“ 3 ტურის შემდეგ ექვსი ქულა დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
The connection of our dreams ⚡️⌚️pic.twitter.com/EtwHXckdK1
— Atlanta United FC (@ATLUTD) March 17, 2024