საბა ლობჟანიძემ ლიონელ მესის „მაიამისთან“ დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

საბა ლობჟანიძის დუბლით ამერიკის ჩემპიონატში „ატლანტა იუნაიტედმა“ „ინტერ მაიამი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა – 3:1.

მაიამელთა რიგებში, ლიონელ მესის გარდა, თამაშობენ ლუის სუარესი, ხორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, რომლებმაც ვერაფერი მოუხერხეს ქართველ შემტევს – საბამ პირველ ტაიმში საჯარიმოს გარედან ორი ულამაზესი გოლი გაიტანა. პრესტიჟის გოლი მესის ანგარიშზეა.

მატჩის მიმოხილვას MLS-ის ოფიციალურ იუთუბგვერდზე ორსიტყვიანი სათაური აქვს: „საბას შოუ“.

„ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთის კონფერენციის ლიდერია, 17-დან 10 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო „ატლანტა იუნაიტედს“ 4 მოგება, 4 ფრე და 7 წაგება აქვს და მე-12 ადგილზეა.

მატჩის შემდეგ საბა ლობჟანიძემ „სოფასკორისგან“ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა – 8.7.