საბა ლობჟანიძემ გაიბრწყინა - ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია (ვიდეო)

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში გაიბრწყინა, რამაც მის გუნდს, „ანკარაგუჩუს“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვებნა მოუტანა.

26 წლის ქართველი თავდამსხმელი „ანკარაგუჯუს“ ძირითად შემადგენლობაში იყო „კონიასპორთან“ შეხვედრაში, სადაც ლევან შენგელია თამაშობს. თუმცა, ლევანი მოედანზე მხოლოდ 85-ე წუთზე გამონდა.

ანკარაგუჯუმ“ მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა, რაშიც დიდი როლი ლობჟანიძემ ითამაშა. მან მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, 48-ე წუთზე, მეორე გოლის დროს შეტევის განვითარებაში მონაწილეობდა, 78-ე წუთზე თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ანგარიში 3:3 გახდა, ხოლო 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ემრე გურალმა გოლად აქცია და 4:3 გაიმარჯვა, 90-ე წუთზე კი შეცვალეს.

საბა ლობჟანიძეს ანალიტიკურმა გვერდმა „სოპასქორმა“ ძალიან მაღალი შეფასება – 8,3 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

თურქეთის სუპერლიგაში 12 ტური გაიმართა, მაგრამ პანდემიის გამო, „ანკარაგუჯუმ“ მხოლოდ ათი მატჩი ჩაატარა და ათი ქულით ბოლო, 21-ე ადგილზეა, „კონიასპორი“ კი (11 თამაში გამართა) 15 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.