საბა ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა – „ატლანტა იუნაიტედმა“ „მონრეალს“ სძლია [ვიდეო] #1TVSPORT

12:31, 03.05.2026

საბა ლობჟანიძემ MLS-ში დუბლი შეასრულა და „ატლანტა იუნაიტედს“ შინ „მონრეალის“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.

31 წლის ქართველი თავდამსხმელისთვის მიმდინარე სეზონი მძიმედ დაიწყო – რამდენჯერმე ძირითად შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა და აქამდე მის ანგარიშზე არც გოლი იყო და არც საგოლე გადაცემა.

„ატლანტა იუნაიტედი“ „მონრეალთან“ აგებდა, თუმცა 41-ე წუთზე ლობჟანიძემ ანგარიში გაათანაბრა, 50-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

11 ტურის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში „ატლანტა იუნატედი“ მე-12 ადგილზეა და პლეიოფის ზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი