საბა ლობჟანიძემ და „ჰატაისპორმა“ ჩემპიონთან წაგებით დაიწყეს #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ და „ჰატაისპორმა“ ჩემპიონთან წაგებით დაიწყეს #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ და „ჰატაისპორმა“ თურქეთის სუპერლიგაში პირველი შეხვედრა მოქმედ ჩემპიონ „ტრაბზონსპორთან“ ჩაატარეს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

ტრაბზონის „მედიკალ პარკ სტადიუმმა“ თურქეთის სუპერლიგის მეორე ტურის პირველ მატჩს უმასპინძლა, სადაც საბა ლობჟანიძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მას ორჯერ თავის გამოჩენის საშუალება მიეცა, მაგრამ ჩემპიონს ვერ გაუტანა.

ტრაბზონსპორმა“ „მედიკალ პარკ სტადიონზე“ გამართული შეხვედრა ანგარიშით 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი აბდულკადირ ომურის ანგარიშზეა, რომელმაც 71-ე წუთზე საჯარიმო მოედნის გარედან ზუსტად დაარტყა და „ტრაბზონსპორმა“ 1:0 გაიმარჯვა.

ტრაბზონსპორმა“ სუპერლიგის სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ორიდან ორივე შეხვედრა მოიგო. 18 აგვისტოს თურქული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“ შინ დაუპირისპირდება, ხოლო 24-ში კოპენჰაგენში ესტუმრება.