საბა ლობჟანიძემ ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის თასზე „ატლასს“ გაუტანა“ [ვიდეო] #1TVSPORT
„ატლანტა იუნაიტედმა“, სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს, ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის თასზე მექსიკურ „ატლასს“ უმასპინძლა და 4:1 მოიგო – ერთი გოლი საბა ლობჟანიძემ საჯარიმო დარტყმით გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა.
„ატლანტამ“ ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის თასზე რეგულარულ ცხრილში მე-13 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ვერ გავიდა.
საბა ლობჟანიძის გუნდი MLS-ის მომდევნო ტურში „მონრეალს“ ესტუმრება.