საბა ლობჟანიძე სეზონს იწყებს - ჩვენთან ტესტირებაზე ნეგატიური პასუხებია
საბა ლობჟანიძე სეზონს იწყებს - ჩვენთან ტესტირებაზე ნეგატიური პასუხებია

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებისა და „ანკარაგუჯუს“ შემტევმა საბა ლობჟანიძემ განაცხადა, რომ თურქეთის სუპერლიგაში სეზონის განახლება გადაწყდა.

„დღეს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სუპერლიგის სეზონი 12 ივნისს განახლდება. სულ ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურია დარჩენილი, მატჩები კი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. ახლა „ანკარაგუჯუს“ წინასასეზონო შეკრება ტარდება და ამას გარდა, 30 მაისს და 6 ივნისს ორი საკონტროლო შეხვედრა დაიგეგმა“ – ამბობს საბა ლობჟანიძე.

საქართველოს ნაკრებისა და „ანკარაგუჯუს“ შემტევის თქმით, გუნდი მოთამაშეთა უსაფრთხოების უზრუნველოყოფისთვის ყველაფერს აკეთებს:

„საბედნიეროდ, გუნდში ყველა ჯანმრთელად არის. ყოველ ორშაბათს, კვირაში ორჯერ, ტესტირება გვიტარდება და უკვე მეორე კვირაა, რაც ყველას ნეგატიური პასუხები აქვს – ფეხბურთელებსაც და ყველას, ვინც ბაზაზე იმყოფება. ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ სეზონისთვის და თამაშებისთვის სრული მობილიზაცია გავაკეთო“.