საბა ლობჟანიძე - გოლი მიქაუტაძეს უფრო სჭირდებოდა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე - გოლი მიქაუტაძეს უფრო სჭირდებოდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიბრალტართან ერთა ლიგის პირველი შეხვედრის (4:0) ერთ-ერთი გმირი საბა ლობჟანიძე გახდა.

„მეტი კონცენტრაციითა და გუნდური სულისკვეთებით, შესაძლოა, ანგარიში უფრო დიდი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, თუმცა მთლიანობაში პოზიტიური შეგრძნებები მაქვს. საბა ლობჟანიძე სწორედ იმის გამო მიყვარს, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე შეუძლია სირბილი. ის უპირველესად არა საკუთარ თავზე, არამედ გუნდზე ფიქრობს, რაზეც მისი საგოლე პასებიც მეტყველებს“, – ეს მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა თქვა.

საბა ლობჟანიძემ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, პირველ შემთხვევაში კი თავად შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი გიორგი მიქაუტაძეს გადასცა. თუ რატომ, ამაზე მატჩის შემდეგ ისაუბრა:

„დიდი მადლობა გულშემატკივრებს ატმოსფეროსთვის. მიხარია, რომ დიდი ანგარიშით მოვიგეთ. კიდევ 3 მატჩია და შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ. ახლა ბულგარეთთან სათამაშოდ უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მიზანი ცხადია გამარჯვებაა. რატომ მივეცი პასი მიქაუტაძეს? ახლა გოლი მას უფრო სჭირდებოდა“, – განაცხადა საბა ლობჟანიძემ.