საბა ლობჟანიძე - გიბრალტართან 3 ქულა და ბევრი გოლი აუცილებელია #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე - გიბრალტართან 3 ქულა და ბევრი გოლი აუცილებელია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების შემტევმა საბა ლობჟანიძემ ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა. თურქული „ჰატაისპორის“ ლეგიონერი იმედოვნებს, რომ „ჯვაროსნებს“ მხარდსაჭერად სავსე ტრიბუნები იქნება.

„ერთი კვირაა შეკრებაზე ვართ, რაც ძალიან კარგია შეთამაშებისთვის. ისიც კარგია, რომ სანაკრებო პაუზის დასკვნითი მატჩის ჩასატარებლად თბილისში დავბრუნდებით და გულშემატკივრების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს“, – ამბობს საბა ლობჟანიძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფლანგის შემტევმა გიბრალტართან 2 ივნისს თბილისში გასამართი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ვემზადებით გიბრალტართან მატჩისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებელია, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ გოლს გავიტანთ, უკეთესი იქნება ჩვენი თავდაჯერებისთვის. ასეთი კალენდარი ნებისმიერი გუნდისთვის საკმაოდ რთულია, თუმცა, ამავდროულად, გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ვართ შეკრებაზე 29 ფეხბურთელი და სასიხარულოა, რომ მწვრთნელებს დიდი არჩევანი აქვთ სხვადასხვა პოზიციაზე“, – აცხადებს ლობჟანიძე.