საბა ლობჟანიძე - ესპანეთის ნაკრები ძლიერია, მაგრამ იმედიანად ვართ განწყობილი #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე - ესპანეთის ნაკრები ძლიერია, მაგრამ იმედიანად ვართ განწყობილი #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან თბილისში გასამართი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა – საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ატლანტა იუნაიტედის“ შემტევი ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები სტადიონზე კარგ ატმოსფეროს შექმნიან.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „დინამო არენა“ გაივსება და გულშემატკივრები შექმნიან იმ ატმოსფეროს, რომელიც ჩვენს ნაკრებს აუცილებლად დაეხმარება. ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ იმედიანად ვართ განწყობილი და წარმატების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – ამბობს საბა ლობჟანიძე.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.