საბა ლობჟანიძე დანიურმა სუპერლიგამ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა
საბა ლობჟანიძე დანიურმა სუპერლიგამ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა

დანიის სუპერლიგის ოფიციალურმა გვერდმა 31-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ საბა ლობჟანიძე დაასახელა.

23 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა „რანდერსს“ ”სონდერისკესთან“ 3:0-ზე მოგებაში სამი გოლი გაიტანა და ეს აღიარებაც ამას მოჰყვა.

ჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, დანიურმა ”ტიპსბლადეტმა” ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა, ხოლო დღეს ტურის 11 საუკეთესო შორის დანიის სუპერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმაც შეიყვანა.

რაც მთავარია, ლობჟანიძე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა – მას 10-ქულიანი სისტემით 10-იანი დაუწერეს. ასეთი შეფასება კი ძალიან იშვიათია.