საბა ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT

„ატლანტა იუნაიტედის“ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად საბა ლობჟანიძე დაასახელეს, – ინფორმაციას ამერიკული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„უკვე იცით, ახლა ვისი დროა“, – ასე მიულოცა „ატლანტა იუნაიტედმა“ ქართველ შემტევს, რადგან საბა ყველა გოლს ცნობილი ჟესტით – „ჩემი დროა“ აღნიშნავს.

ამერიკულმა კლუბმა საბა ლობჟანიძის შთამბეჭდავი სტატისტიკა გამოაქვეყნა: „ატლანტა იუნაიტედის“ თვის შემსრულებელმა სექტემბერში შექმნა 7 საგოლე შანსი, გაიტანა 2 გოლი, 3 ასისტი მითვალა, საშუალოდ კი 90 წუთში 2,16 გოლში (გოლი+ასისტი) მონაწილეობდა.

თურქული „ჰატაისპორიდან“ შტატებში გადასული ქართველი მოთამაშე „ატლანტას“ სწრაფად შეეწყო და ძირითადი შემადენლობის მოთამაშე გახდა – „ჯორჯიელების“ ფორმით ქათველმა ექვსი მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.