საბა ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედიდან“ კარიერას „სოლტ ლეიკში“ გააგრძელებს #1TVSPORT

23:35, 01.07.2026

„ატლანტა იუნაიტედმა“ საბა ლობჟანიძე „რეალ სოლტ ლეიკში“ 725 000 დოლარის სანაცვლოდ გაუშვა და ამასთან, 2028 წლის MLS SuperDraft-ის მესამე რაუნდის არჩევანის უფლება მიიღო – ინფორმაციას „ატლანტა იუნაიტედის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ამ გარიგებიდან „ატლანტა იუნაიტედი“ გარანტირებულად მიიღებს 625 000 დოლარს, ხოლო დამატებით 100 ათას დოლარს იმ შემთხვევაში, თუ ლობჟანიძე „რეალ სოლტ ლეიკთან“ კონტრაქტს განაახლებს.

ESPN Brazil-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტრანსფერის მიზანი ის ირის, რომ „ატლანტა“ დაინტერესებულია „ბოკა ხუნიორსის“ გარემარბისა და „დალასის“ ყოფილი მოთამაშის, ალან ველასკოს შეძენით, რომელიც 31 წლის ქართველის შემცვლელად მოიაზრება.

ლობჟანიძე „ატლანტამ“ 2023 წლის აგვისტოში დაიმატა და მას შემდეგ საბამ MLS-ის რეგულარულ სეზონსა და პლეიოფში ჩატარებულ 93 მატჩში 15 გოლი და 21 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი