საბა ლობჟანიძე „ანკარაგიუჯუში“ ითამაშებს
საბა ლობჟანიძე „ანკარაგიუჯუში“ ითამაშებს

დანიური გამოცემა „რანდერს ამტსავიზენის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საბა ლობჟანიძე „რიზესპორში“ გადადის, მცდარი აღმოჩნდა.

პირველი არხი ფეხბურთელის ოჯახს დაუკავშირდა და ექსკლუზიურად მიიღო ინფორმაცია, რომ ეს თურქული კლუბი არა „რისეზპორი“, არამედ „ანკარაგიუჯუა“, სადაც საბა ზაფხულამდე ითამაშებს. დანიური „რანდერსი“ ლობჟანიძემ გუშინ დატოვა და „რიზესპორი“ მას მართლაც აკვირდებოდა. ალბათ სწორედ ამას უკავშირდება დანიური გამოცემის შეცდომა.

ქართველმა ფეხბურთელმა თურქეთის დედაქალაქის კლუბთან კონტრაქტი მოკლე ხნით გააფორმა და მისი სტიმული არის ის, რომ ზაფხულში კონტრაქტის გახანგრძლივება ან სასურველი კლუბის მოძებნა შეეძლება.

19 ტურის შემდეგ, ანკარას თურქეთის სუპერლიგაში 13 ქულა აქვს და ბოლოდან მეორე ადგილზეა.