საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი რუსეთის თასის ფინალში გავიდა
საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი რუსეთის თასის ფინალში გავიდა

საბა კვირკველიას და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი რუსეთის თასის ფინალში გავიდა – მოსკოვის „ლოკომოტივმა“ „როსტოვი“ დაამარცხა და პრიზისთვის ეკატერინბურგისურალს“ შეხვდება.

მოსკოვის გუნდს ფინალში გასვლის მცირე შანსი ჰქონდა, რადგან შინ „როსტოვთან“ 2:2 ითამაშა, მაგრამ გასვლაზე გუნდმა მეტოქეს 2:0 სძლია და თასის მერვედ მოპოვებას შეეცდება. საქართველოს ნაკრების მცველმა კვირკველიამ მატჩი მოსკოველთა რიგებში შეუცვლელად დაასრულა და ყვითელი ბარათი მიიღო, კვარაცხელია კი მოედანზე დამატებულ დროს (90+1-ე წუთზე) გამოჩნდა.

ფინალი 22 მაისს გაიმართება, სადაც „ლოკომოტივი“ ეკატერინბურგისურალს“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ „ლოკომოტივმა“ ბოლოს რუსეთის თასი 2017 წელს მოიგო და მაშინაც ფინალში „ურალს“ დაუპირისპირდა (2:0).

ურალმა“ ნახევარფინალში ტულის „არსენალი“ დაამარცხა, სადაც გია გრიგალავას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. ეკატერინბურგელებმა პირველი მატჩი 1:0 მოიგეს, განმეორებითი კი 2:2 დაასრულეს.