საბა კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტივის“ დავა მოუგო - გუნდს ფეხბურთელის დავალიანების დაფარვა დაავალეს #1TVSPORT
საბა კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტივის“ დავა მოუგო - გუნდს ფეხბურთელის დავალიანების დაფარვა დაავალეს #1TVSPORT

საბა კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტივის“ დავა მოუგო – ეს გადაწყვეტილება რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განმხილველი პალატის სხდომაზე მიიღეს და მოსკოვის გუნდს მისი ყოფილი ფეხბურთელის წინაშე დავალიანების გადახდა დაავალეს.

„დაკმაყოფილდეს საბა კვირკველიას განცხადება მოსკოვის „ლოკომოტივთან“ დაკავშირებით დამატებითი ანაზღაურების და ბონუსების გადახდის შესახებ. დაეკისროს „ლოკომოტივს“, რომ გადაიხადოს პროფესიონალი ფეხბურთელის დავალიანება დამატებითი ბონუსის სახით, რომელიც მას 2019-2020 წლების სეზონში სპორტული შედეგებისთვის ეკუთვნის“, – იუწყება რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

ამავე დროს, ქართველი ფეხბურთელის დავალიანების გამო რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განმხილველი პალატამ „ლოკომოტივს“ სხვა სახის პრობლემაც შეუქმნა:

„დაეკისროს „ლოკომოტივს“, რომ დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის კვირკველიას დამატებითი პროცენტი გადაუხადოს რუსეთის ფედერაციის შრომის კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად. მანამდე „ლოკომოტივს“ ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აეკრძალა, როგორც დავალიანების გასტუმრების საგრანტიო ღონისძიება“.

ამავე დროს, ნათქვამია, რომ საბა კვირკველიას მოსკოვის „ლოკომოტივთან“ დაკავშირებით სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. შეგახსენებთ, რომ კვირკველიას „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ამოეწურა და კლუბი დატოვა.