საბა კვირკველიამ მაისის შემდეგ პირველად ითამაშა
საბა კვირკველიამ მაისის შემდეგ პირველად ითამაშა

საბა კვირკველია მოედანს ზუსტად ოთხთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა – საქართველოს ნაკრების მცველმა მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფორმით კალინინგრადის „ბალტიკასთან“ რუსეთის თასის 1/16-ფინალში ითამაშა.

მაისის შემდეგ, კვირკველიამ პირველი თამაში სრულად ჩაატარა. შეხვედრის გამარჯვებული ვერც ძირითადმა დრომ გამოავლინა და ვერც დამატებითმა, და ქართველმა მცველმა 120 წუთი ითამაშა. შეხვედრა კი სენსაციური შედეგით დასრულდა – რანგით მეორე ლიგის „ბალტიკამ“ რუსეთის თასის მოქმედი მფლობელი „ლოკომოტივი“ გათამაშებიდან პენალტების სერიით გამოთიშა (1:1, პენალტების სერია 4:1).

საქართველოს ნაკრების მცველმა ბოლო შეხვედრა 26 მაისს რუსეთის პრემიერლიგის წინა სეზონის ბოლო ტურში, „უფასთან“ ჩაატარა და მე-17 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. მას შემდეგ, საბა კვირკველია მკურნალობდა და მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშები გამოტოვა.