საბა კვირკველია - საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი გააჩნია
საბა კვირკველია - საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი გააჩნია

საბა კვირკველიას „365news.biz“-მა ვრცელ ინტერვიუ ჩამოართვა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველმა რუსულ გამოცემასთან ილაპარაკა ბევრ რამეზე, მათ შორის, საქართველოს ნაკრებსა და ქართველ ფეხბურთელებზე.

„ერთა ლიგაზე ისაქართველოს ნაკრები კარგად გამოდის, რადგან ყველა ერთსულოვნად მუშაობს – ფეხბურთელები და ფედერაცია. რუსეთის მსგავსად, მოთამაშეების დიდი არჩევანი არ გაგვაჩნია. მაგრამ ჩენ სტაბილური გუნდი ჩამოგვიყალიბდა. 2018 წელს საქართველოს ნაკრემა მხოლოდი ლუქსემბურგთან (0:1) წააგო. ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთს მივეჩვიეთ – ასევე შევეჩვიეთ გატანას და იმასაც, რომ აღარ ვუშვებთ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, განსაკუთრებით შეტევაში, შემადგენლობა კი იშვიათად იცვლება. გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანასთან ერთად, წარმატებას მივაღწიოთ. ღმერთმა ქნას, ყველაფერი გამოგვივიდეს. ჯერ კი ნორმალურად მივდივართ“ – ამბობს კვირკველია.

26 წლის მცველი ამბობს, რომ ერთა ლიგის ფორმატი მოსწონს: „ერთა ლიგის ფორმატი საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსს აძლევს. ჩვენნაირი პატარა გუნდებისთვის ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, გერმანიასთან, იტალიასთან და საფრანგეთთან თამაში საინტერესოა, მაგრამ მათ წინააღმდეგ ბრძოლა ძნელია და სასურველი შედეგი არ იქნება. ხოლო ერთა ლიგაე გამოსვლა კარგი შესაძლებლობაა, ევრო-2020-ზე მსგავსი პრობლემის გარეშე გავიდეთ“.

კვირკველიამ ქართველ ფეხბურთელებზეც ილაპარაკა: „რუსეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან ჭანტურიასთან, ოქრიაშვილთან და ჯანოსთან ვმეგობრობ. ვინაა ქართველებში საუკეთესო ფეხბურთელი? კახა კალაძე! ძალიან პატივს ვცემ ალექსანდრე ჩივაძეს, მაგრამ მისი თამაში არ მინახავს, რადგან 1992 წელს დავიბადე. კალაძე კი კარგად მახსოვს და ისიც, როგორ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და არაერთხელ – „სერია ა”. შედეგებით ის ნამდვილად საუკეთესოა“.