საბა კვირკველია საკუთარ დაბადების დღეზე მამა გახდა
საბა კვირკველია საკუთარ დაბადების დღეზე მამა გახდა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია მეორე შვილის მამა გახდა, – იტყობინება “ლოკომოტივის” ოფიციალური ვებგვერდი.

ბავშვს გიორგი დაარქვეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს თავად საბა კვირკველიას აქვს დაბადების დღე.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს უდიდესი მოვლენაა ჩემთვის. მეუღლემ შესანიშნავი საჩუქარი გამიკეთა დაბადების დღისთვის – მეორედ გავხდი მამა”, – განაცხადა კვირკველიამ.